თავი 1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
1.4. მართვის ელემენტების საერთო თვისებები
ჩანართის Format თვისებები
- Back Style, Back Color – Back Style-ს მნიშვნელობებია: Normal, Transparent. თუ თვისების Back Style-ს მნიშვნელობაა Normal, მაშინ თვისების Back Color მნიშვნელობა (ფერი) აირჩევა ჩამოშლადი სიიდან;
- Border Style, Border Color, Border Width – ჩარჩოს სტილი (Border Style), ჩარჩოს ფერი (Border Color) შეირჩევა ჩამოშლადი სიიდან, ხოლო ჩარჩოს სისქე აიღება ცამოშლადი სიიდან, სადაც სისქე მოცემულია ზომის ერთეულში pt-ში (1pt=0,253მმ);
- Can Grow (გაფართოების ნებართვა), Can Shrink (შემცირების ნებართვა) – ეს თვისებები ფორმის დაბეჭდვის ვერსიაში გამოიყენება. თუ Can Grow= Yes, მაშინ დაბეჭდვის დროს ფორმაზე დატანილი მართვის ელემენტების ზომები იზრდება ისე, რომ მასში ჩაწერილი მონაცემები სრულად გამოჩნდეს, ხოლო თუ Can Shrink=Yes და მართვის ელემენტი არ შეიცავს მონაცემებს, მაშიმ მისი ზომები მცირდება მინიმუმამდე და ბეჭდვაზე გაშვებისას ისინი არ იბეჭდება;
- Caption – წარწერა ან სურათი, რომელიც გამოიტანება მართვის ელემენტზე Label-ზე, Button-ზე და სხვებზე, რომლებსაც გააჩნიათ თვისება Caption;
- Decimal Places – ათობითი ციფრების რაოდენობა;
- Display When – მიეთითება მართვის ელემენტის გამოტანა მხოლოდ ეკრანზე ან მხოლოდ დაბეჭდვის დროს. მისი მნიშვნელობებია: Always (ყოველთვის), Print Only(მხოლოდ დაბეჭდვის დროს), Screen Only(მხოლოდ ეკრანზე);
- Fore Color, Font Name, Font Size, Font Weight, Font Italic, Font Underline – შრიფტის: ფერი, დასახელება, სტილი და შრიფტის სხვა პარამეტრები;
- Format – ჩამოშლადი სიიდან ან პროგრამულად მიეთითება მონაცემების ტიპი და ფორმატი;
- Hyperlink Address – თვისება წვდომადია ღილაკებისთვის, სურათებისა და დაუკავშირებელი წარწერებისთვის. მიეთითება URL მისამართი. როცა ფორმა აქტიურია თაგუნას მაჩვენებლის მართვის ელემენტზ დაწკაპუნების შემდეგ ეკრანზე გამოვა Web გვერდი;
- Hyperlink SubAddress – თვისება წვდომადია ღილაკებისთვის, სურათებისა და დაუკავშირებელი წარწერებისთვის;
- Left Margin, Top Margin, Right Margin, Bottom Margin – მართვის ელემეტში ტექსტის განლაგება მარჯვენა, მარცხენა, ზედა და ქვედა მხარის მიმართ;
- Left, Top, Width, Height – მართვის ელემეტის დაშორება ფორმის მარცხენა, ზედა მხრიდან. მართვის ელემენტის სიგანე და სიმაღლე;
- Line Spacing – მრავალსტრიქონიან მართვის ელემენტში სტრიქონებს შორის ინტერვალი. ძირითადად ეს თვისება Memo-ს ტიპის ველში გამოიყენება;
- Scroll Bars – გადაფურცვლის ზოლების გამოტანა ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ან გადაფურცვლის ზოლების გარეშე;
- Text Align – მართვის ელემენტში ტექსტის (მონაცემების) გასწორება მარჯვენა, მარცხენა, ორივე მხარის მიმართ ან ცენტრში;
- Visible – მართვის ელემენტის გადამალვა ან გამოჩენა.
ჩანართის Data თვისებები
- Control Source – ცხრილის ველის (სვეტის) დასახელება, რომლის მნიშვნელობა გამოიტანება ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტზე. ფორმაზე ველების დატანისას ეს კავშირი ავტომატურად მყარდება;
- Default Value – მიეთითება ჩვენს მიერ მითითებული მნიშვნელობა გაჩუმებით;
- Enabled – მნიშვნელობებია: Yes, No. თუ მისი მნიშვნელობაა Yes, მაშინ მართვის ელემენტზე შეიძლება მოვახდინოთ ზემოქმედება: დაწკაპუნება, მონაცემების ჩაწერა, რედაქტირება;
- Input Mask – მიეთითება მონაცემების ჩაწერის ნიღაბი;
- Locked – მნიშვნელობებია: Yes, No. თუ მისი მნიშვნელობაა Yes, მაშინ მართვის ელემენტში შეიძლება მონაცემის ჩაწერა, რედაქტირება;
- Validation Rule, Validation Text – ველში მონაცემების შეტანის კონტროლის წესისა და შეცდომის შემთხვევაში შეტყობინების ტექსტის ჩაწერა;
- Filter Lookup – გვიჩვენებს ტექსტურ ველში არსებული ინფორმაციის ფორმის ფილტრაციის ფანჯარაში გამოტანა ან არგამოტანა;
თვისებების მნიშვნელობები განაპირობებენ მართვის ელემენტში მონაცემების ჩაწერას, რედაქტირებას/ცხრ.1.1/